მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თითოეულ სოფელში გვეყოლება „ვაქცინაციის აგიტატორები“ - ამირან გამყრელიძე

615c2edc8b3e9
ინგა მურუსიძე
05.10.21 16:45
495
"თითოეულ სოფელში გვეყოლება ვაქცინაციის ოფიცრები, მარტივი ენით რომ ვთქვა - ე.წ. ვაქცინაციის აგიტატორები, რომლებიც ივლიან კარდაკარ, ყველა ადამიანთან მივლენ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სურვილია, რომ მომდევნო 3 თვეში ყველა სასოფლო დასახლება მოიცვან. 

„თითოეულ სოფელზე გვეყოლება იმუნიზაციის ე.წ. აგიტატორები, რომლებიც ივლიან კარდაკარ, ყველა ადამიანთან. აუხსნიან აცრის სიკეთეს და მოიწვევენ აცრის პუნქტებში, რომ მოვიცვათ მთელი ქვეყანა ამ სამი თვის განმავლობაში. აქტიურად უნდა მივიდეთ ყველგან.

იქნება ჯგუფი, სადაც შევა ყველა - გუბერნატორები, მერები, მათი მოადგილეები, სოფლის რწმუნებული, სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები - ყველა უნდა დაგვეხმაროს ამ პროცესში. ასევე ყველა სოფელზე იქნება მიმაგრებული NCDC-ს წარმომადგენელი. გვსურს, 3 თვეში სასოფლო დასახლებები მთლიანად მოვიცვათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები