მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თითოეული ბინა დიზაინერის მიერ სკანდინავიურ სტილშია მოწყობილი ” - ბაკურიანში “რაიმონდ რეზიდენსის” მშენებლობა დასრულდა

ბაკურიანი

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია “რაიმონდ ჯგუფმა”, რომელიც ბაკურიანში სხვადასხვა პროექტით 2003 წლიდანაა წარმოდგენილი, $10 მილიონიანი ინვესტიციით, ზამთრის კურორტზე აპარტამენტების კიდევ ერთი კომპლექსის - “რაიმონდ რეზიდენსის” - მშენებლობა დაასრულა. პროექტის კონკურენტულ უპირატესობასა და კონცეფციაზე BMGTV-ის ეთერში “რაიმონდ რეზიდენსის” დირექტორი, შალვა გოგოლაძე საუბრობს.

“ორი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ისეთი აპარტამენტების კომპლექსი შეგვექმნა, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნებოდა იმ პროექტებისგან, რომლებიც ბაკურიანში ხორციელდებოდა ხოლმე. გვსურდა, ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომელიც მოუხდებოდა ზამთრის კურორტს. სწორედ ამიტომ, ვიმუშავეთ თეონა ბექაურთან ერთად, რომელთანაც ჩვენს სხვა პროექტებზეც გვიმუშავია და გადავწყვიტეთ, რომ თითოეული აპარტამენტი დიზაინერის მიერ ყოფილიყო მოწყობილი, სკანდინავიურ სტილში”, - ამბობს შალვა გოგოლაძე და დასძენს, რომ პროექტის გაყიდვებიც მხოლოდ შოურუმის მოწყობის შემდეგ დაიწყო, რამაც პოტენციურ მოსახლეებს ბინების დასრულებული რემონტით ნახვის საშუალება მისცა.

პროექტის უპირატესობებზე საუბრისას “რაიმონდ რეზიდენსის” დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპლექსში დაცულია ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები.

“მშენებლობის პროცესში ჩვენი მთავარი აქცენტი მის ხარისხზე იყო. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთი პროექტი ხმის იზოლაციასაც არ ითვალისწინებს. ჩვენთან ეს სტანდარტი სრულადაა დაცული.

გავითვალისწინეთ ისიც, რომ არ გვინდოდა, ბინებში გათბობა გაზით ყოფილიყო, რადგან გარკვეული რისკები ახლავს მას თან. ამიტომ სრულად ელექტროენერგიაზეა გათბობა. მოგეხსენებათ, ბაკურიანი ცივი კლიმატისაა და არ გვინდოდა, მცხოვრებლებისთვის ამ მიმართულებით რამე დისკომფორტი შეგვექმნა”, - განმარტავს შალვა გოგოლაძე.

მისი ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსი ასევე მოიცავს აუზისა და სპორტული დარბაზის მომსახურებასა და სარესტორნო სივრცესაც.

რაც შეეხება აპარტამენტების ინტერიერს, როგორც “რაიმონდ რეზიდენსის” დირექტორი აღნიშნავს, თითოეული მათგანი სკანდინავიური სტილითაა გადაწყვეტილი, ბინების 70%-ზე მეტში კი მოწყობილია შეშის ბუხარიც.

“ბაკურიანი მაინც ზამთრის კურორტად მოიაზრება და ყველა ჩამსვლელს უხარია, თუ ნომერში ბუხარი ხვდება. ამიტომ ვიმუშავეთ ჩვენს ინჟინრებთან ერთად და აპარტამენტების 70%-ზე მეტს თავისი ბუხარი აქვს, რომლისთვისაც შეშისა და სხვა საჭირო ინვენტარის მომარაგებას თავად უზრუნველვყოფთ.

გარდა ამისა, ბინები მობინადრეს სრულად გარემონტებული, ავეჯითა და ტექნიკით დაკომპლექტებული ხვდება და ისღა დარჩენია, მხოლოდ პირადი ნივთები შეიტანოს. გვინდოდა, რომ თითოეულლი ბინა ერთ სტილში ყოფილიყო, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ვინმე აპარტამენტის გაქირავებას გადაწყვეტს, გვინდა მდგმურსაც ჰქონდეს იმ მუხტის მიღების საშუალება, რომელიც პროექტში გვქონდა ჩადებული”, - განმარტავს შალვა გოგოლაძე.

“რაიმონდ ჯგუფი” ბაკურიანში სამი პროექტითაა წარმოდგენილი, ესენია: “ვიქტორია პალასი”, “რაიმონდ პალასი” და, ახლა უკვე, “რაიმონდ რეზიდენსი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები