მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თითოეული ცენტი და თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა [დასავლეთისგან] იღებს, ღირებულია" - პრემიერი

კობახიძე ივანიშვილი
28.06.24 19:26
163

თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის ღირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დასავლეთის დახმარებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, ამ თემით კონკრეტული ძალები სპეკულირებენ.

"თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის ღირებული. უბრალოდ არასწორია ხოლმე, როდესაც ამ თემით სპეკულირებენ კონკრეტული ძალები და ასეთი არა ერთი სპეკულაცია მოგვისმენია. არ მინდა ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო.

რაც შეეხება ჩვენს წვლილს და მის მათ შორის ფინანსურ გამოხატულებას, ეს წვლილი არის საკმაოდ დიდი. ელემენტარულად რომ გავიხსენოთ ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობა, მარტო ფინანსური კუთხით, მას ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა ჩვენი პარტნიორებისთვის, აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანურ მსხვერპლზე, რომელიც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ამ თემებშიც არ მინდა ძალიან ღრმად შევიდე. არასწორია, როდესაც კონკრეტული მხარე სპეკულირებს ამ თემით, ჩვენი ხელწერა არ არის ასეთ სპეკულაციებში შესვლა“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები