მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის მოსავლის 20-25% კვლავ გაუყიდავია - ასოციაცია

კვლევა

საქართველოში, თხილის მოსავლის 20-25% ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული, - ამის შესახებ BM.GE-ის თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

გიორგი თოდუას თქმით, ფერმერები ელოდებიან თხილზე უკეთეს ფასს და ამიტომ არ ყიდიან პროდუქციას. რაც შეეხება არსებულ ფასებს, 2023-2024 წლების სეზონზე გაორმაგებულია.

"2023-2024 წლების სეზონზე თხილის ფასი გაორმაგებული იყო. 2022 წელს, თხილი თუ ღირდა 4 ლარი, იგივე ხარისხის თხილის ფასი მიმდინარე წელს 8 ლარი იყო. ესეც ალბათ გაზრდის ფერმერების მოტივაციას მეტად ჩაერთონ წამლობის პროცესში და მეტად მოუარონ ბაღებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებულია, გაუყიდავი თხილი ისევ დარჩენილი აქვთ ფერმერებს, რომლებიც შენახული აქვთ ფასის მომატების მოლოდინში. საუბარია, დაახლოებით სრული მოსავლის 20-25%-ზე" - განაცხადა თოდუამ.

იანვარში თხილის ექსპორტი შემცირდა, თუ 2023 წლის იანვარში საქართველომ $7.5 მლნ-ის 1 772 ტონა თხილი გაყიდა, მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი $5.7 მლნ-ის 927 ტონაა.

რაც შეეხება 2023 წლის ჯამურ მაჩვენებელს, გასულ წელს თხილის ექსპორტი 23.8%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2022 წელს ექსპორტზე 102.5 მლნ აშშ დოლარის 24 738 ტონა თხილი გაიყიდა, 2023 წელს კი, 89.4 მლნ აშშ დოლარის 18 802 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები