მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის საექსპორტო ფასი 40.2%-ით გაიზარდა - სად ყიდის თხილს საქართველო ყველაზე ძვირად/იაფად?

თხილი

2024 წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 6.062 ტონა თხილი გავიდა, გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, 40.2 მლნ აშშ დოლარის 8 442 ტონა თხილი.

თანხაში ზრდა 0.4%-ია, რაოდენობრივად კი, ექსპორტი 28.1%-ით შემცირდა. გამოდის, რომ ქართული თხილის საექსპორტო ფასი გასულ წელს იანვარ-აგვისტოს მონაცემებით თუ 4.7 აშშ დოლარი იყო, მიმდინარე წელს 6.6 აშშ დოლარია.

ათეულში ყველაზე მაღალი თხილის ფასი სომხეთში, ყველაზე ძვირი კი ისრაელშია.

საექსპორტო ქვეყნების TOP-10 2024 წლის 8 თვეში ასეთია:

  1. ესპანეთი - 7.1 მლნ-ს 1 018 ტონა. 1 კგ-ს საექსპორტო ფასი $7.64;
  2. რუსეთი - 2.9 მლნ-ს 449.5 ტონა. 1 კგ-ს საექსპორტო ფასი $6.60;
  3. სომხეთი - 2.6 მლნ-ს 603.1 ტონა. 1 კგ-ს ფასი $4.34;
  4. იტალია - 2.4 მლნ-ს 378.8 ტონა. 1 კგ-ს ფასი $6.34;
  5. გერმანია - 2.2 მლნ-ს 338.5 ტონა. 1 კგ-ს ფასი $6.60;
  6. საფრანგეთი - 2.2 მლნ-ს 292.5 ტონა. 1 კგ-ს ფასი $7.63;
  7. პოლონეთი - 2 მლნ-ს 258.3 ტონა. 1 კგ-ს ფასი $7.74;
  8. ლიბანი - 1.9 მლნ-ს 264 ტონა. 1 კგ-ს ფასი $7.20;
  9. ლიეტუვა - 1.7 მლნ-ს 224 ტონა. 1 კგ-ს ფასი $7.89;
  10. ისრაელი - 1.4 მლნ-ს 170.2 ტონა. 1 კგ-ს ფასი $8.70.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები