მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, სოფლის განვითარების და სურსათის სააგენტოების თანამშრომელთა რაოდენობა იზრდება

სოფლის მეურნეობა
BM. GE
20.11.24 12:21
66

მთავრობის დადგენილებით, სოფლის განვითარებისა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება მიეცათ რამდენიმე თვით დასაქმებულთა რაოდენობა 175-ით გაზარდოს. ცვლილებების მიზანია „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ხელშეწყობა.

"მიეცეთ თანხმობა, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა სოფლის განვითარების სააგენტოს განესაზღვროს არაუმეტეს 100 ერთეულით 4 თვით, 15 ერთეულით – 6 თვით, 60 ერთეულით – 9 თვით და დაფინანსდეს „თხილის წარმოების ხელშეწყობის“ პროგრამიდან, ხოლო სურსათის ეროვნულ სააგენტოს – არაუმეტეს 90 ერთეულით 3 თვით, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ პროგრამიდან, შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებში", - წერია მთავრობის დადგენილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები