საქსტატის მონაცემებით 2022 წლის აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2022 წლის აპრილში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. კომბოსტო - ფასი გაიზარდა 289,8%-ით;
2. ბადრიჯანი - 119,9%-ით;
3. ქლიავი - 56,7%-ით;
4. მარგარინი - 54,2%-ით;
5. კარტოფილი -53,9%-ით;
6. დიზელის საწვავი – 53,5%-ით;
7. კიტრი - 44,1%-ით;
8. ელექტროყავადანი - 42,6%-ით;
9. ბენზინი - 41,4%-ით;
10. წიწიბურა - 39,4%-ით;
ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2022 წლის აპრილში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. ქალის ქვედაკაბა - ფასი შემცირდა 21,0%-ით
2. მამაკაცის შარვალი - (-17,5)%-ით;
3. ლიმონი - (-16,1)%-ით;
4. მამაკაცის ფეხსაცმელი - (-13,5)%-ით;
5. კომპიუტერი - (-10,3)%-ით;
6. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - (-8,1)%-ით;
7. ახალი მსუბუქი ავტომობილი - (-8,1)%-ით;
8. მობილური ტელეფონი - (-7,1)%-ით;
9. ქალის შარვალი - (-7,0)%-ით;
10. თვითმფრინავით მგზავრობა - (-5,7)%-ით;




























