მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 ევროპული ქალაქი, რომლებიც ოჯახებს საცხოვრებლად საუკეთესო პირობებს სთავაზობს

ევროპა

საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა საკმაოდ საშიშ პერსპექტივად გვეჩვენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე შვილიან ოჯახს ეხება. თუმცა საზღვარგარეთ ცხოვრება ადამიანებისთვის თვალსაწიერის გაფართოების, ახალი ენებისა და კულტურის გასაცნობად საუკეთესო საშუალებაა.

როგორც საკუთარი, ისე ჩვენი შვილების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, საცხოვრებლად ახალი ქალაქის ასარჩევად მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. მათ შორისაა საბავშვო ინფრასტრუქტურის არსებობა, ბავშვის აღზრდის საშუალო ხარჯები და ა.შ.

Reassured-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპის მასშტაბით საუკეთესო ქალაქი, ვენაა. ავსტრიის დედაქალაქში ბავშვის აღზრდა - საბავშვო ბაღში ან ძიძის მიერ - თვეში $270 ჯდება. რაც შეეხება ოჯახის ყოველთვიურ ხარჯებს, კვლევის თანახმად ეს რიცხვი $3000-ს არ აღემატება - მთავარი წილი კი ბინის ქირაზე მოდის. ცენტრალური ევროპის ამ ქალაქში სამ საძინებლიანი ბინის ყოველთვიური საშუალო ღირებულება £1,356.69-ია. ვენას უპირატესობას კრიმინალის დაბალი დონე და ჰაერის დაბინძურების დაბალი მაჩვენებლებიც აძლევს.

თუმცა, როცა საქმე საგარეო ინფრასტრუქტურას ეხება, კვლევის თანახმად, ვენაში მხოლოდ 44 საჯარო პარკი თუ რეკრეაციული ზონაა, რითაც ქალაქი ბევრად ჩამორჩება მეორე ადგილოსან პრაღას 106 და მესამე ადგილოსან რომს 148 პარკით.

პრაღასა და რომშიც საშუალო ყოველთვიური ხარჯებიც შედარებით ხელმისაწვდომია. ოჯახებისთვის ეს რიცხვი £2,700-ის ფარგლებშია, თუმცა ბავშვის აღზრდის ხარჯები აქ გაცილებით მაღალია (ვენაში £788, რომში კი £407).

TOP 10 ევროპული ქალაქი, რომლებიც ბავშვიან ოჯახებს ცხოვრების საუკეთესო პირობებს სთავაზობს, ასე გამოიყურება:

  • ვენა, ავსტრია
  • პრაღა, ჩეხეთი
  • რომი, იტალია
  • ჰელსინკი, ფინეთი
  • ზალცბურგი, ავსტრია
  • ნურემბერგი, გერმანია
  • ინსბურკი, ავსტრია
  • ბერგინი, ნორვეგია
  • გოლუეი, ირლანდია
  • ტრიესტი, იტალია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები