მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ინვესტორი კომპანია, სადაც ცხრა თვეში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

6396d8873dfab
თელარა გელანტია
12.12.22 11:32
2085
მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოში 1.67 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 101%-ით მეტია.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-10 ინვესტორი კომპანიის სია, სადაც სამ კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო.

აღსანიშნია, რომ ათეულში პირველად გვხვდება კომპანია „ეპამ სისტემს“ (ჯორჯია). „ეპამ სისტემსი“ საერთაშორისო IT კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2020 წელს შემოვიდა. კომპანია ქვეყანაში გასულ წელს საშუალოდ 319 ადამიანს ასაქმებდა. მისი ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ეპამს” საქართველოში 2021 წელს 35 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა.

TOP-10 ინვესტორი კომპანია, სადაც 2022 წლის ცხრა თვეში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:

შპს თბილისი ენერჯი
სს ენერგო - პრო ჯორჯია
შპს ტოიოტა კავკასია
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ
შპს აკვალია საქართველო
შპს სითი ლოფტი
სს ბიჯეო ჯგუფი
შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი
სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები