მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 კომპანია, რომლებშიც III კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

დოლარი

2024 წლის III კვარტალში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელ კომპანიებში განხორციელდა ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები. საქსტატის თანახმად, უმსხვილეს ინვესტორთა პირველ ათეულში შესული კომპანიები საქართველოში არაერთი წელია საქმიანობენ. სიაში მხოლოდ ერთი ახალი კომპანიაა - "თბილის დრაი პორტი", რომელიც თბილისთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობით არის დაკავებული.

TOP-10 კომპანია, რომლებშიც III კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის FDI ჩაიდო

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს მაგთიკომი
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია
  • შპს ქართული ცემენტი
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • სს საქართველოს კაპიტალი
  • შპს საქართველოს ცემენტის კომპანია
  • შპს თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტ
  • შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი.

    კოპმანიების ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, ანუ 70%-ით შემცირებამ. ასევე განახევრებულია ინვესტიციები აშშ-დან. თურქეთიდან, ოფშორული ზონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიდანაც წარსულში საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადები შემოდიოდა. სანაცვლოდ 42%-ით არის გაზრდილი FDI-ის ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც ისევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ქართული კომპანიების ოპერაციებთან არის დაკავშირებული.

# ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის 9 თვეში ზრდა კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 გაერთიანებული სამეფო 226 მილიონი დოლარი; 42%
2 ნიდერლანდები 115 მილიონი დოლარი; -70%
3 მალტა 108 მილიონი დოლარი; 51%
4 იაპონია 102 მილიონი დოლარი; 12%
5 თურქეთი 89 მილიონი დოლარი; -19%
6 ჩეხეთი 89 მილიონი დოლარი; 50%
7 აშშ 74 მილიონი დოლარი; -50%
8 აზერბაიჯანი 48 მილიონი დოლარი; 4%
9 მარშალის კ-ები 34 მილიონი დოლარი; 12%
10 ყაზახეთი 29 მილიონი დოლარი; -20%
11 სხვა ქვეყნები 41 მილიონი დოლარი. -91%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები