მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 კომპანია უძრავი ქონების სექტორიდან, სადაც წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

639eef9c04670
თელარა გელანტია
18.12.22 16:03
1588
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო - 265 მილიონი დოლარი. შედეგად, მესამე კვარტალში წინა წელთან შედარებით ამ სექტორის ინვესტიციები 2,700%-ზე მეტად არის გაზრდილი.

ჯამურად, წელს ცხრა თვეში ამ დარგში 418 მლნ დოლარის FDI განხორციელდა, მაშინ როცა შარშანდელი წლიური მაჩვენებელი 110.1 მლნ დოლარი იყო.

საქსტატის ინფორმაციითვე, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია საქართველოში ესპანეთიდან შემოვიდა - 166 მილიონი დოლარი, რომელიც ძირითადად, უძრავი ქონების სფეროზე მოდის.

“ესპანეთიდან ინვესტიცია ძირითადად განხორციელდა უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში... ინვესტიციების ზრდა განპირობებული იყო რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ სესხის აღებით,”- განმარტა BMG-სთან საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება კომპანიებს, სადაც წელს 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს - BMG-ის მიერ საქსტატისგან გამოთხოვილი TOP-ათეული, რომელიც რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული, ასე გამოიყურება:

შპს პიქსელ ინვესტ გრუპ;
შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი;
შპს ალმა;
შპს ფინსერვისი-XXI;
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ;
შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
შპს რივერსაიდ ინვესტი;
შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია);
შპს ჯეთთიქლაუდ;
სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები