მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა - სტატისტიკა

საგარეო ვაჭრობა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ 779 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 9 თვეში ექსპორტი 4 მილიარდ 786 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 3.6%-ით 11 მილიარდ 992 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 მილიარდ 205 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9%-ია.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69% შეადგინა.

10 სავაჭრო პარტნიორის ჩამონათვალი ასეთია:

  1. თურქეთი - $2.3 მლრდ;
  2. რუსეთი - $1.8 მლრდ;
  3. აშშ - $1.4 მლრდ;
  4. ჩინეთი - $1.4 მლრდ;
  5. აზერბაიჯანი - $956 9 მლნ;
  6. გერმანია - $936.2 მლნ;
  7. ყირგიზეთი - $911.8 მლნ;
  8. ყაზახეთი - $684.6 მლნ;
  9. სომხეთი - $622.2 მლნ;
  10. იაპონია - $393.9 მლნ.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1. 7 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 227.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.7 %), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.5 მლნ. აშშ დოლარით (4.5%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები