მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტოპ 10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

624aac32b0b2c
ირაკლი მაკალათია
04.04.22 13:00
1383
საქსტატის მონაცემებით 2022 წლის მარტში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11,8% შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2022 წლის მარტში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. კომბოსტო - ფასი გაიზარდა 263.3%-ით;
2. ბადრიჯანი - 61.4%-ით;
3. ქლიავი - 60.3%-ით;
4. ბენზინი - 45.7%-ით;
5. დიზელის საწვავი - 45.7%-ით;
6. ელექტროყავადანი – 42.8%-ით;
7. კარტოფილი - 39.9%-ით;
8. თერმომეტრი - 39.8%-ით;
9. მარგარინი - 37.9%-ით;
10. წიწიბურა - 37.9%-ით.

ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2022 წლის მარტში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ქალის ქვედაკაბა - ფასი შემცირდა 21.2%-ით
2. მამაკაცის შარვალი - (-18.0)%-ით;
3. მწვანე ლობიო - (-14.6)%-ით;
4. მამაკაცის ფეხსაცმელი - (-14.2)%-ით;
5. თვითმფრინავით მგზავრობა - (-12.9)%-ით;
6. ლიმონი - (-10.3)%-ით;
7. ქალის საზაფხულო კაბა - (-10.1)%-ით;
8. ხახვი - (-10.0)%-ით;
9. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - (-8.5)%-ით;
10. ქალის შარვალი - (-7.9)%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები