2020 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის თებერვალში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. ნიორი - ფასი გაიზარდა 220.4%-ით
2. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით
3. წიწიბურა - 63.3%-ით
4. საზამთრო - 55.7%-ით
5. ვაშლი - 48.2%-ით
6. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 33.8%-ით
7. ჭარხალი - 33.0%-ით
8. იმერული ყველი - 29.8%-ით
9. ქათმის ბარკლები - 29.5%-ით
10. ლიმონი - 29.5%-ით
ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის თებერვალში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. კომბოსტო - ფასი შემცირდა 52.6%-ით
2. თვითმფრინავით მგზავრობა (-24.5%-ით)
3. USB ფლეშბარათი (-21.7%-ით)
4. ქალის დემისეზონური ქურთუკი (-14.6%-ით)
5. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი (-13.9%-ით)
6. წიწაკა (-13.0%-ით)
7. გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი (-12.3%-ით)
8. მამაკაცის ფეხსაცმელი (-10.1%-ით)
9. ქალის ზამთრის პალტო (-9.7%-ით)
10. სპორტული ფეხსაცმელი (-9.2%-ით)




























