საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა.
წარმოგიდგენთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2022 წლის თებერვალში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. კომბოსტო - ფასი გაიზარდა 238,3%-ით;
2. ბადრიჯანი - 80,6%-ით;
3. ბუნებრივი გაზის გადასახდელი - 78,3%-ით;
4. ელექტროენერგიის გადასახდელი -73,8%-ით;
5. ქლიავი -58,3%-ით;
6. ნაგვის გატანის გადასახდელი – 58,1%-ით;
7. წყლის გადასახდელი -57,7%-ით;
8. პომიდორი - 41,6%-ით;
9. თერმომეტრი - 39,8 %-ით;
10. მანდარინი - 38,2 %-ით;
ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2022 წლის თებერვალში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. თვითმფრინავით მგზავრობა - ფასი შემცირდა 22,0%-ით
2. ქალის ქვედაკაბა - (-19,8)%-ით;
3. მამაკაცის შარვალი - (-19,8)%-ით;
4. ხახვი - (-15,4)%-ით;
5. მამაკაცის ფეხსაცმელი - (-14,1)%-ით;
6. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი- (-10,4)%-ით;
7. ქალის საზაფხულო კაბა - (-10,1)%-ით;
8. ქალის შარვალი - (-8,8)%-ით;
9. მამაკაცის პერანგი - (-8,6)%-ით;
10. კომპიუტერი- (-6,6)%-ით.




























