მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ოქროს ყიდულობს

5e285364e8583
მარიამ ადამია
22.01.20 21:25
4997
მსოფლიო ოქროს საბჭომ 2019 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ფიზიკური ოქროს შეძენა, განსაკუთრებით ეროვნული რეზერვებისთვის, 50 წლის განმავლობაში პირველად რეკორდულ ნიშნულზეა. ქვეყნების უმრავლესობა, საკუთარი სარეზერვო ფონდების დივერსიფიცირებას ახდენს, იმისათვის, რომ რისკები დააზღვიონ. გარდა ამისა, გასული ათწლეულების განმავლობაში არსებულმა ეკონომიკურმა გაურკვევლობამ და მღელვარებამ ოქროს ყიდვის სტაბილური ზრდა განაპირობა. შესაბამისად საინტერესოა რომელი ქვეყნები ყიდულობენ ყველაზე მეტ ოქროს?

1. აშშ
ლიდერი ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 8 ათას 133-ნახევარი ტონა ოქროს მარაგია აკუმულირებული, რაც გაცილებით და თითქმის ორჯერ მეტია სხვა ქვეყანაში არსებულ მარაგებთან შედარებით.

2. გერმანია
აშშ-ის მოსდევს გერმანია, 3 ათას 370 ტონა ოქროთი. 2017 წელს გერმანიამ დაიწყო ოქროს რეპატრიაციის პროცესი, რომლის ღირებულება მილიარდობით დოლარს შეადგენდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი, საზოგადოებაში დისკუსია და ცენტრალური ბანკების მიმართ ნდობის დაკარგვა განაპირობა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის ოქრო ნაწილდება სამ ადგილას, უდიდესი ნაწილი გერმანიის ცენტრალურ ბანკშია განთავსებული, მეორე ნაწილი ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში ინახება, მესამე კი ინგლისში.

3. იტალია
სამეულში 2 ათას 452 ტონა ოქროთი იტალიაც სახელდება. მსოფლიო ოქროს საბჭოს შეფასებით, მაგალითად იტალიის შემთხვევაში 2019 წელს ოქროს შესყიდვები 12%-ით გაიზარდა. ოქროს შეძენის ტენდენცია კი, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, წელსაც მზარდი იქნება.

4. საფრანგეთი
ოქროს შეძენის ტენდენცია მზარდი იქნება საფრანგეთშიც, სადაც 2 ათას 436 ტონა ოქრო ინახება. უახლესი მონაცემებით, ქვეყანამ 2019 წელს, 651-ნახევარი ტონა ოქრო შეიძინა. 2004 წელს ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის ოქროს მარაგები გაყიდა და მათი რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ხოლო შეგროვებული თანხა ქვეყანამ ვალუტებსა და ობლიგაციებში ინვესტირებისთვის გამოიყენა.

5. რუსეთი
ხუთეულში მოხვდა რუსეთიც. ქვეყანამ 2019 წელს, ოქროს მარაგების რაოდენობა კიდევ გააორმაგა და 2 ათას 270,56 ტონა შეადგინა. ამ მაჩვენებლებით კი უკვე მეორე წელია რუსეთი უსწრებს ჩინეთს და მეხუთე ადგილს იკავებს ათეულში.

6. ჩინეთი
შესაბამისად პოზიციებს კარგავს ჩინეთი, რომლის ოქროს მარაგებიც ათას 948 ტონაა. ერთი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში 100 ტონაზე ნაკლები ოქრო შეიძინეს.

7. შვეიცარია
რაც შეეხება შვეიცარიას, რომელიც ცნობილია თავისი საბანკო საქმეებით, საგადასახადო თავისუფლებითა და გეოპოლიტიკური ნეიტრალიტეტით, იგი ათას 40 ტონა ოქროს ინახავს. ოქროს მარაგების უმეტეს ნაწილს, ანუ დაახლოებით 70%-ს შვეიცარიის ეროვნულ ბანკში, ბერნში ინახავს. უსაფრთხოების მიზნით, 20% ინგლისის ბანკში, ხოლო 10% კანადაში აქვთ გატანილი.

8. იაპონია
მერვე პოზიციას იაპონია იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს მარაგები მისი მთლიანი რეზერვების დაახლოებით 2%-ს შეადგენს. რეალურად ქვეყანა ცოტა უცნაურ მდგომარეობაშია, რადგან, აქ ოქროს რეგულარული შესყიდვა 2011 წელს შეჩერდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფუკუსიმას ბირთვული კატასტროფა მოხდა. სწორედ ამ პერიდოში, ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, გაიყიდა ოქროს მარაგები. დღეს კი მათი რაოდენობა 765,2 ტონას უტოლდება.

9. ნიდერლანდები
რაც შეეხება ბოლო ორ პოზიციას მეცხრე ადგილზეა ნიდერლანდები - 612-ნახევარი.

10. ინდოეთი
ათეულს კი ინდოეთი ასრულებს 607 ტონა ოქროს მარაგებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები