მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ 10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სტუმრობდნენ

ტურისტი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის პირველი ნახევრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 3 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც წელს 624 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით არის მომატებული, მეორე პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 527 ათასი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, ტურიზმის სტატისტიკაში პირველ ათეულში EU-ს არცერთი წევრი ქვეყანა არაა.

საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა 2024 წლის პირველ ნახევარში:

# ქვეყანა ვიზიტორთა რაოდენობა ზრდა/კლება წინა წელთან
1 თურქეთი 623 972 7,1%
2 რუსეთი 527 519 -8,7%
3 სომხეთი 387 691 -2,4%
4 ისრაელი 126 213 18,5%
5 აზერბაიჯანი 99 472 16,0%
6 ყაზახეთი 70 298 21,7%
7 ირანი 61 961 21,7%
8 ინდოეთი 57 747 64,3%
9 უკრაინა 51 393 -23,3%
10 ბელარუსი 43 668 -2,0%
11 ჩინეთი 32 853 159,5%
12 გერმანია 31 096 24,3%
13 პოლონეთი 27 615 -23,5%
14 უზბეკეთი 25 661 26,7%
15 საუდის არაბეთი 22 271 44,3%

სტატისტიკის თანახმად, ვიზიტების 38% საჰაერო გზით, 62% კი სახმელეთო გზით განხორციელდა. ამასთან, ყველაზე დატვირთული სასაზღვრო გამშვები ზონა თბილისის აეროპორტი იყო (705 ათასი ვიზიტი), სარფი (583 ათასი ვიზიტი), ყაზბეგი (423 ათასი ვიზიტი) და სადახლო (324 ათასი ვიზიტი).

პერიოდის განმავლობაში ვიზიტორებს შორის 65% მამაკაცი, 35% კი ქალი იყო.

2023 წლიდან მოყოლებული შსს-მ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააუარესა საზღვრის კვეთის სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა, თუკი წარსულში ქვეყნდებოდა ტურიზმის ყოველთვიური მონაცემები, ახლა მხოლოდ კვარტალური სტატისტიკა საჯაროვდება. შესაბამისად, უცნობია, რომელი თვის განმავლობაში, რამდენი ვიზიტორი იმყოფებოდა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები