მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი შამპანური მოიხმარეს

61c481f44e479
ნათია თაქთაქიშვილი
24.12.21 00:43
1163
ანალიტიკური პლატფორმა Statista წინასადღესასწაულო პერიოდში იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი შამპანური მოიხმარეს. ქვეყნების ჩამონათვალი ასოციაცია Comité Champagne-ის მონაცემების მიხედვით არის შედგენილი.

ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, შამპანურის მოხმარების მიხედვით სიის სათავეში დიდი ბრიტანეთია, რომელმაც გასულ წელს 21.3 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) შამპანური მოიხმარა, ბრიტანეთს შემდეგ მეორე ადგილს 20.8 მილიონი (0.75 ლ) ბოთლით აშშ-ი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე იაპონია დგას 10.8 მილიონი ბოთლით.

ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, შამპანური განსაკუთრებით მოთხოვნადია და დიდი პოპულარულობით სარგებლობს ევროპულ ქვეყნებში. შამპანურის წარმოების და ექსპორტის ყველაზე დიდი წილი საფრანგეთზე მოდის, საიდანაც გასულ წელს 4.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შამპანური იქნა ექსპორტირებული, აქედან 568 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შამპანური აშშ-მა შეიძინა.

TOP-10 ქვეყანა, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი შამპანური მოიხმარეს

1. დიდი ბრიტანეთი - 21.3 მილიონი ბოთლი
2. აშშ - 20.8 მილიონი ბოთლი
3. იაპონია - 10.8 მილიონი ბოთლი
4. გერმანია - 10.1 მილიონი ბოთლი
5. ბელგია - 9.0 მილიონი ბოთლი
6. ავსტრია - 8.5 მილიონი ბოთლი
7. იტალია - 6.9 მილიონი ბოთლი
8. შვეიცარია - 4.9 მილიონი ბოთლი
9. შვედეთი - 3.3 მილიონი ბოთლი
10. ესპანეთი - 3.0 მილიონი ბოთლი