მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სასწავლებლად სტუდენტები ჩამოდიან

უცხოელი სტუდენტები

საქართველოში 2024/2025 სასწავლო წლების მონაცემებით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 7 268 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ხოლო კერძო სასწავლებლებში - 29 857. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობა ინდოეთის მოქალაქეა, საიდანაც ჩამოსული 16 715 სტუდენტი კერძო უნივერსიტეტებში, ხოლო 3 604 - სახელმწიფო სასწავლებლებშია.

მეორე ადგილზეა იორდანია, შემდეგ კი ისრაელი. აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით უცხოელი სტუდენტები გაერთიანებული სამეფოდან არიან. მათი რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის მოქალაქეობის მქონე 155 სტუდენტი კერძო სასწავლებლებშია, ხოლო 496 სახელმწიფოში. აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა წინა სასწავლო წელთან შედარებით შემცირებულია. უკრაინიდან კი ამჟამად 100 სტუდენტია ქართულ სასწავლებლებში, ეს მაჩვენებელი წინა სასწავლო წელთან შედარებით (87) მცირედით გაზრდილია.

2024/2025 სასწავლო წლების სტატისტიკით, TOP-10 ქვეყანა, საიდანაც ჩამოსული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ყველაზე მეტია საქართველოში

  1. ინდოეთი - სახელმწიფო სასწავლებლებში 3 604; კერძო სასწავლებლებში - 16 715
  2. იორდანია - სახელმწიფო სასწავლებლებში 322; კერძო სასწავლებლებში - 2165
  3. ისრაელი - სახელმწიფო სასწავლებლებში 37; კერძო სასწავლებლებში - 2173
  4. სუდანი - სახელმწიფო სასწავლებლებში 228; კერძო სასწავლებლებში - 1546
  5. გაერთიანებული სამეფო - სახელმწიფო სასწავლებლებში 45; კერძო სასწავლებლებში - 1134
  6. პაკისტანი - სახელმწიფო სასწავლებლებში 315; კერძო სასწავლებლებში - 871
  7. ლიბანი - სახელმწიფო სასწავლებლებში 104; კერძო სასწავლებლებში - 876
  8. ეგვიპტე - სახელმწიფო სასწავლებლებში 627; კერძო სასწავლებლებში - 423
  9. აზერბაიჯანი - სახელმწიფო სასწავლებლებში 376; კერძო სასწავლებლებში - 484
  10. რუსეთი - სახელმწიფო სასწავლებლებში 496; კერძო სასწავლებლებში - 155

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები