2025 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ 3.6 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 8.5%-ით, ანუ 284 მილიონი დოლარით მეტია.
ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ აშშ-დან შემოვიდა, რაც 682,2 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლიურად აშშ-დან გადმორიცხვების მატება 110 მილიონ დოლარს და 19%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზეა იტალია 621 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილები 54 მილიონი დოლარით, ანუ 9.5%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე კი რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 467,5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. რუსეთიდან გზავნილების კლება 13.6%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ზრდა ფულად გზავნილებში ესპანეთიდან იყო 2024 წელთან შედარებით, ხოლო ყველაზე დიდი კლება ყაზახეთიდან - 28%-ით.
2025 წელს საქართველოში ფულადი გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა (ტოპ 10)
1) აშშ – 682,2 მლნ დოლარი; წინა წელთან შედარებით ზრდა 19%
2) იტალია – 621 მლნ დოლარი; ზრდა 9.5%
3) რუსეთის ფედერაცია – 467,5 მლნ დოლარი; კლება 13.6%
4) გერმანია – 318,6 მლნ დოლარი; ზრდა 19%
5) საბერძნეთი – 293.6 მლნ დოლარი; ზრდა 11.4%
6) ისრაელი – 278.7 მლნ დოლარი; ზრდა 12%
7) თურქეთი – 113 მლნ დოლარი; ზრდა 11%
8) ესპანეთი – 93.7 მლნ დოლარი; ზრდა 33%
9) ყირგიზეთი – 91.7 მლნ დოლარი; ზრდა 25%
10) ყაზახეთი – 83.7 მლნ დოლარი; კლება 28%




























