2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8.2%-ით ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილების ნახევარზე მეტი 50.80% (149.93 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა. ამასთან, მკვეთრად შემცირდა ჩარიცხვები რუსეთის ფედერაციიდან (-87.74%).
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა:
- აშშ - 64.14 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 8.17%)
- იტალია - 55.22 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 3.48%)
- გერმანია - 31.31 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 6.84%)
- საბერძნეთი - 28.24 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 12.40%)
- ისრაელი - 27.92 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 24.88%)
- თურქეთი - 10.56 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 11.88%)
- ესპანეთი - 10.26 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 11.35%)
- ყაზახეთი - 8.04 მლნ აშშ დოლარი (კლება - 9.74%)
- გაერთიანებული სამეფო - 7.29 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 13.02%)
- საფრანგეთი - 6.91 მლნ აშშ დოლარი (ზრდა - 2.86%)
რუსეთი, რომელიც გასულ წლებში გზავნილების მიხედვით ლიდერ პოზიციებზე იყო, აგვისტოში მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა 5.07 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი გზავნილების 1.72%).
რაც შეეხება ქვეყნიდან თანხის გადინებას, 2026 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.6 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც წლიურად 5.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
























