ახალი თაობის თვითმფრინავების, უახლესი ტექნოლოგიებისა და შეუფერხებელ საერთაშორისო მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდის წყალობით, ხანგრძლივი ფრენები თანამედროვე ავიაციის საზღვრებს აფართოებს. დღესდღეობით ყველაზე გრძელი პირდაპირი მარშრუტები 18 საათს გრძელდება და თითქმის 15 000 კილომეტრს ფარავს.
სულ მალე კი ეს რეკორდიც დაიძლევა, რადგან ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines ყველაზე გრძელ პირდაპირ მარშრუტზე, შანხაი - ბუენოს-აირესი, ფრენებს 2025 წლის 4 დეკემბრიდან იწყებს.
ფრენა 19 635 კმ-მდე მანძილს დაფარავს და 29 საათს გაგრძელდება, 2.5-საათიანი შესვენება კი ქალაქ ოკლენდში იქნება, თუმცა, რადგან მგზავრები თვითმფრინავს არ ტოვებენ, რეისი მაინც პირდაპირ ფრენად ითვლება. შანხაიდან ბუენოს-აირესამდე მგზავრობა 26 საათს გრძელდება, უკანა გზის დასაფარად კი თვითმფრინავს 29 საათი სჭირდება, რითაც ყველა არსებულ სამგზავრო მარშრუტს აღემატება.
მანამდე კი 10, მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენის რეიტინგი ასე გამოიყურება:
| მარშრუტი | ავიაკომპნია | დისტანცია/კმ | ფრენის ხანგრძლივობა/სთ |
| სინგაპური-ნიუ-იორკი (JFK) | Singapore Airlines | 15 348 | 18:50 |
| სინგაპური-ნიუ-იორკი (Newark) | Singapore Airlines | 15 345 | 18:25 |
| დოჰა-ოკლენდი | Qatar Airways | 14 535 | 17:35 |
| პერთი-ლონდონი | Qantas | 14 498 | 17:20 |
| მელბურნი-დალასი | Qantas | 14 471 | 17:35 |
| ოკლენდი-ნიუ-იორკი (JFK) | Air New Zealand | 14 207 | 17:50 |
| დუბაი-ოკლენდი | Emirates | 14 200 | 17:10 |
| სინგაპური-ლოს-ანჯელესი | Singapore Airlines | 14 113 | 17:50 |
| ბენგალორი-სან-ფრანცისკო | Air India | 14 002 | 17:40 |
| ჰიუსტონი-სიდნეი | United Airlines | 13 834 | 17:35 |




























