მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ემიგრანტებისთვის

61c08afbaed49
ნათია თაქთაქიშვილი
21.12.21 00:10
927
ანალიტიკური პლატფორმა Statista გაერთიანებული ერების პარტნიორ ორგანიზაცია International Organization for Migration-ზე (IOM) დაყრდნობით იმ TOP-10 ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ყველაზე სასურველი აღმოჩნდა ემიგრანტებისთვის 2020 წელს.

ანალიტიკური პლატფორმის განცხადებით, ემიგრანტების რაოდენობამ გასულ წელს გლობალურად 280.6 მილიონი შეადგინა, რაც მსოფლიო მოსახლეობის 3.6%-ს წარმოადგენს, ამასთან 2020-ში ყველაზე მეტი მიგრანტი ინდოეთს ჰყავდა, ქვეყანა 18 მილიონმა მოქალაქემ დატოვა. ინდოეთის შემდეგ ყველაზე მეტი მიგრანტით მექსიკა მოდის, მათმა რაოდენობამ 11.2 მილიონი შეადგინა, ხოლო რუსეთიდან 10.8 მილიონი ადამიანი გაემგზავრა საზღვარგარეთ საცხოვრებლად.

რაც შეეხება ემიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქვეყნებს, ჩამონათვალის სათავეში აშშ-ა, რომელსაც გასულ წელს 50.6 მილიონი ემიგრანტი ეწვია, მეორე ადგილზე 15.8 მილიონი ემიგრანტით გერმანიაა, ხოლო მესამე ადგილზე საუდის არაბეთია წარმოდგენილი - 13.5 მილიონი ემიგრანტით.

TOP-10 ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ემიგრანტებისთვის 2020-ში

1. აშშ
2. გერმანია
3. საუდის არაბეთი
4. რუსეთი
5. დიდი ბრიტანეთი
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები
7. საფრანგეთი
8. კანადა
9. ავსტრალია
10. ესპანეთი