მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ-15 ქართველი ფერმერი სიმინდის მოსავლის მიხედვით

სიმინდი
30.01.24 15:35
207

ბოლო წლებია ქართველ ფერმერებში Dekalb-ის სიმინდის ჰიბრიდები, კონკრეტულად კი DKC 6980 – FAO 700, სულ უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი მარტივია – სათესლე მასალა მორგებულია საქართველოს კლიმატსა და ნიადაგზე, გამოირჩევა სტაბილურობით, გამძლეობითა და მოსავლის მაღალი პოტენციალით. მართლაც, ქართველმა ფერმერებმა Dekalb-ის ჰიბრიდების მეშვეობით, მოსავლის მოცულობა საგრძნობლად გაზარდეს, რასაც რიცხვებიც ადასტურებს. ტოპ 15 ფერმერის 2023 წლის რეიტინგი კი ამგვარია:

გამოდის, რომ 2023 წელს აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთთან შედარებით, სიმინდის უკეთესი მოსავალი მოვიდა. რეკორდული მაჩვენებლები კი ქვემო ქართლში, კონკრეტულად, ბოლნისში დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად გასულ წელს ამ არეალში სიმინდისთვის ხელსაყრელმა ამინდმა განაპირობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმერი გიორგი ხმელიძე, რომელმაც ჰექტარზე 18 ტონა სიმინდის მოყვანა შეძლო, მის მიერ გამოყენებული სათესლე მასალის, DKC 6980-ის მაქსიმალურ პოტენციალს (20-22 ტ/ჰა) მნიშვნელოვნად მიუახლოვდა.

Dekalb-მა წელს ქართველ ფერმერებს კიდევ 7 ახალი ჰიბრიდი წარუდგინა, რომლებიც უკვე გამოცადეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებში. განახლებულ ასორტიმენტში ქართველი ფერმერები შეძლებენ შეარჩიონ კონკრეტულად თავიანთ რეგიონზე, ნიადაგსა და კლიმატურ ზონაზე მორგებული სათესლე მასალები. მათ შორისაა, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ჰიბრიდები FAO 200-დან FAO 700-ის ჩათვლით:

Dekalb ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის Bayer-ის მფლობელობაში არსებული კომპანიაა. ის უკვე 112 წელია ქმნის სიმინდის ახალი თაობის სათესლე მასალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კლიმატური ზონისთვის. მის მიერ წარმოებული პროდუქცია გამოირჩევა ინოვაციური მახასიათებლებით, რაც უზრუნველყოფს მის მედეგობას ჩაწოლის, ტემპერატურისა და დაავადებების მიმართ, მოსავლის სიჯანსაღესა და მაღალ მოცულობას. Dekalb ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ის საქართველოს კლიმატზე მორგებულ სიმინდის ჰიბრიდებსა და ჯიშებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორ კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები