ჩინეთის ავტომობილების ასოციაციამ იმ ელექტრონული მანქანების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ჩინეთის ბაზარზე ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ავტომობილების ჩამონათვალი მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში პირველ სამი მოდელიდან მეორე-მესამე ადგილს Tesla-ს ელექტრომობილები Model 3 და Model Y იკავებენ, პირველ ადგილზე კი - General Motors-ის მიერ წარმოებული Hongguang Mini-ია.
გამოცემა წერს, რომ ილონ მასკმა მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ჩინეთში 200,000 ელექტრონული ავტომობილი გაყიდა, მათ შორის 92,933 Model Y-ია და 111,751 Model 3-ია.
TOP-15 ყველაზე მოთხოვნადი ელექტრო ავტომობილის მოდელი ჩინეთში:
1. Hongguang Mini (SAIC-GM-Wuling)
2. Model 3 (Tesla)
3. Model Y (Tesla)
4. Han (BYD)
5. Qin Plus DM-i (BYD)
6. Li One (Li Auto)
7. BenBen EV (Changan)
8. Aion S (GAC Motor spin-off)
9. eQ (Chery)
10. Ora Black Cat (Great Wall Motor)
11. P7 (Xpeng)
12. Song DM (BYD)
13. Nezha V (Hozon Auto)
14. Clever (SAIC Roewe)
15. Qin Plus EV (BYD)
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Tesla-ს აქციებზე ფასმა 15%-ით მოიმატა, ხოლო ჩინური ავტოკონცერნების Nio-ს და Xpeng-ის აქციების ფასი 25%-ით და 7%-ით შემცირდა.




























