Visual Capitlist 2025 წლის საუკეთესო საერთაშორისო კომპანიების რეიტინგს აქვეყნებს, მათი სამუშაო პირობების მიხედვით.
გამოცემა Fortune-თან პარტნიორობით, Great Place to Work საუკეთესო 25 კომპანიის რეიტინგს თანამშრომლების დეტალური გამოკითხვის საფუძველზე ადგენს, რისთვისაც სპეციალურ მეთოდოლოგიას - "ნდობის ინდექსს" (Trust Index) იყენებს.
კვლევა მოიცავს 60 სარეიტინგო და ორ ღია კითხვას სამუშაო გამოცდილების შესახებ. აღნიშნული კითხვარი ზომავს მენეჯმენტის სანდოობას, პატივისცემასა და სამართლიანობას, სიამაყის განცდას, გუნდურ სულისკვეთებას, თანამშრომელთა კეთილდღეობასა და ზოგად ნდობას. მართალია, წერილობითი კომენტარები საკითხის კონტექსტს აზუსტებს, თუმცა რეიტინგში პოზიციას უშუალოდ კვლევის სტატისტიკური მონაცემები განსაზღვრავს.
გარდა ამისა, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმ პროგრამებისა და სტრატეგიების შესახებ, რომლებსაც პოზიტიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად ახორციელებენ. "მსოფლიოს საუკეთესო სამუშაო ადგილების" სიაში მოსახვედრად კომპანიას გლობალურად სულ მცირე 5,000 თანამშრომელი უნდა ჰყავდეს და გასულ წელს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების საუკეთესო დამსაქმებლების ხუთ ან მეტ სიაში უნდა ფიგურირებდეს.
ჯამში, Great Place to Work 9 მილიონზე მეტი დასაქმებულის პასუხებს აანალიზებს და სწავლობს სამუშაო პრაქტიკებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 25 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. ვინაიდან მონაწილეობა ნებაყოფლობითია, შედეგები მხოლოდ იმ კომპანიებს ასახავს, რომლებმაც კვლევაში ჩართვა ისურვეს.
2025 წელს სამუშაოდ საუკეთესო კომპანიები:
| # | კომპანია |
|---|---|
| 1 | Hilton |
| 2 | DHL Express |
| 3 | Cisco |
| 4 | Accenture |
| 5 | Marriott International |
| 6 | AbbVie |
| 7 | Teleperformance |
| 8 | Stryker |
| 9 | Salesforce |
| 10 | MetLife |
| 11 | ServiceNow |
| 12 | Specsavers |
| 13 | Siemens Healthineers |
| 14 | Experian |
| 15 | Nvidia |
| 16 | Cadence |
| 17 | Allianz |
| 18 | Dow |
| 19 | Viatris |
| 20 | Adobe |
| 21 | CrowdStrike |
| 22 | SC Johnson |
| 23 | Trek Bicycle |
| 24 | Hilti |
| 25 | Admiral Group |
გასული სამი წლის რეიტინგები კი ასე გამოიყურება:





























