მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-8 ევროპული ავტოკონცერნი, რომლებსაც ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულება აქვთ

6183e75e2cca5
ნათია თაქთაქიშვილი
05.11.21 00:30
720
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ევროპული ავტოკონცერნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია გააჩნიათ. ჩამონათვალის სათავეში Volkswagen-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 144 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება და რამდენიმე მილიონით უსწრებს მის კონკურენტ ავტომწარმოებლებს.

ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, ევროპის მასშტაბით მეორე და მესამე ადგილს Daimler-ი და BMW ინაწილებენ. Daimler-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 101.4 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო BMW-სი - 66.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საავტომობილო მანქანების მწარმოებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (OICA) მონაცემებით, 2020 წელს დაახლოებით 78 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც 12 მილიონით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება მივაწეროთ კორონავირუსის პანდემიას, რომელიც გავლენას ახდენს მიწოდების ჯაჭვზე და წარმოების ეფექტურობაზე მთელს მსოფლიოში. პანდემიის შემცირების ფონზე, ჩინეთი კვლავ პირველ ადგილზე დგას, როგორც უმსხვილესი ბაზარი, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ავტომობილი დარეგისტრირდა 2020 წელს, მას მოჰყვება აშშ - დაახლოებით 15 მილიონი ავტომობილით და ევროპა, სადაც გასულ წელს 12 მილიონი ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა.

TOP-8 ევროპული ავტოკონცერნი, რომლებსაც ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ:

1. Volkswagen – 144.6 მილიარდი აშშ დოლარი
2. Daimler – 101.4 მილიარდი აშშ დოლარი
3. BMW – 66.9 მილიარდი აშშ დოლარი
4. Stellantis – 63.6 მილიარდი აშშ დოლარი
5. Ferrari – 45.8 მილიარდი აშშ დოლარი
6. Porsche – 31.9 მილიარდი აშშ დოლარი
7. Volvo – 19.8 მილიარდი აშშ დოლარი
8. Aston Martini – 2.7 მილიარდი აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები