მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-9 პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც კრიპტოვალუტის ყველაზე მეტი მომხმარებელია

6154663260043
ნათია თაქთაქიშვილი
01.10.21 09:00
1036
ანალიტიკური კომპანია TripleA იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კრიპტოვალუტას ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ანგარიშის მიხედვით, კრიპტოვალუტა ყველაზე პოპულარული რუსეთის მოქალაქეებს შორის არის, სადაც მას 17.28 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

TripleA-ის მონაცემებზე დაყრდნობით, კრიპტოვალუტა არანაკლები პოპულარულობით სარგებლობს უკრაინაში, სადაც მომხმარებლის რაოდენობა 5.57 მილიონს უტოლდება.

ანალიტიკური კომპანიის ცნობით, პირველ ხუთეულში ასევე შედიან: ბელარუსი (352,500 მომხმარებელი), უზბეკეთი (344,050) და ყირგიზეთი (324,330).

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტით მოსარგებლეთა გლობალურმა რაოდენობამ, მსოფლიოს მასშტაბით, 280 მილიონი შეადგინა; ამასთან, 100 მილიონი მომხმარებელი ინდოეთშია თავმოყრილი.

TOP-9 პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც კრიპტოვალუტის ყველაზე მეტი მომხმარებელია

1. რუსეთი - 17.28 მილიონი მომხმარებელი
2. უკრაინა - 17.28 მილიონი მომხმარებელი
3. ბელარუსია - 352,500 მომხმარებელი
4. უზბეკეთი - 344,050 მომხმარებელი
5. ყაზახეთი- 324,330 მომხმარებელი
6. აზერბაიჯანი - 98,220 მომხმარებელი
7. ყირგიზეთი - 63,200 მომხმარებელი
8. მოლდოვა - 33,270 მომხმარებელი
9. სომხეთი - 33,270 მომხმარებელი.

ანალიტიკური კომპანია TripleA-ის მიმოხილვაში საქართველო არაა.

 



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები