მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აჭარა

თორნიკე რიჟვაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია გადმოყვანილი. აღნიშნული ინფორმაციას BM.GE-ის კლინიკაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი მართვის სუნთქვაზეა. დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან კლინიკაში თავს იკავებენ.

ცნობისთვის. თორნიკე რიჟვაძემ დღეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, საგარეჯოში თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს. შსს-ს განცხადებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები