მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თორნიკე ზირაქიშვილმა "იგლ ჰილსის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა და მმართველ რგოლში რჩება

თორნიკე ზირაქიშვილი

დღეს განახლებული ამონაწერის მიხედვით, თორნიკე ზირაქიშვილმა "იგლ ჰილსის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. საბჭოში საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქე ირაკლი ნადარეიშვილი რჩება, რომელიც ამავე დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა.

თორნიკე ზირაქიშვილმა bm.ge-სთან ამბობს, რომ "როდესაც პირი აღმასრულებელ რგოლს იკავებს, [მის შემთხვევაში გენერალური მენეჯერი ხდება] საბჭოს წევრობიდან გასვლა მიღებული პრაქტიკაა".

ამონაწერის განახლებაზე მან მოთხოვნა გუშინ, 26 თებერვალს შეიტანა.

ამ ეტაპზე Eagle Hills-ის სამეთვალყურეო საბჭოში არიან: ირაკლი ნადარეიშვილი, მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი, რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი და ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი, რომელიც ასევე გენერალური დირექტორიცაა.

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელია Eagle Hills Development Holdings Limited, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ს. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი და მესაკუთრე კი მილიარდერი მოჰამედ ალაბარია.

"Eagle Hills საქართველომ" საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 18 ნოემბერს მიმართა. წარდგენილი ცვლილებები კაპიტალის ცვლილებასა და A და B კლასის წილების გამოშვებას ითვალისწინებდა, თუმცა რეესტრმა 19 ნოემბერს მიუთითა, რომ მოთხოვნილი ცვლილებები "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა და კომპანიას დოკუმენტაციის განახლებისთვის 30-დღიანი ვადა მისცა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით შედის, კერძოდ, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით. ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება. სახელმწიფო პროექტში შედის მხოლოდ მიწით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები