მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოტალური ტყუილი სუფევს... ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება მხოლოდ ერთი მაგალითია! - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის უმკაცრესი დასკვნის გამარჯვებად წარმოჩენა იმის მხოლოდ ერთი მაგალითია, რომ ტოტალური ტყუილი სუფევს.

ის სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მხრიდან საზოგადოების თუ პარტნიორების მოტყუებაზე წერს და იმასაც აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს მაღალჩინოსნების ღირსების ორდენით დაჯილდოება, ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა.

"სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას.

უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ. ტოტალური ტყუილი სუფევს სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!

ამ ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ!!!!",- წერს პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები