იაპონური ავტომწარმოებელი Toyota აშშ-ის ეკონომიკაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
თანხა ძირითადად ჩრდილოეთ კაროლინაზე მიიმართება, სადაც ახალი ქარხანა აშენდება, რომელიც ელექტრომობილების წარმოებაზე იქნება ფოკუსირებული.
ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია იაპონიაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტთან, რომლის შემდეგაც მან განაცხადა, რომ Toyota ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, თუმცა შემდგომ კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ის მაინც დადასტურდა.
























