Toyota მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის, წლიურად მინიმუმ 2,5 მლნ ავტომობილი აწარმოოს, რაც გაყიდვების ზრდასა და მეტი განვითარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ, , საინფორმაციო სააგენტო Reuters იტყობინება.
მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავტო მწარმოებლისთვის ეს არის მცდელობა, რომ ბიზნესი აღადგინოს, რომელიც ბოლო წლებში BYD-მა და აღმოსავლეთ აზიის სხვა მოთამაშეებმა დაიპყრეს.
Toyota-ს სტრატეგია განსხვავდება სხვა გლობალური ავტომწარმოებლებისგან, მათ შორის იაპონური მწარმოებლებისგან, რომლებიც ან ამცირებენ ჩინეთში წარმოებას, ან ტოვებენ ჩინეთს. Toyota-ს მიზანია, ათწლეულის ბოლომდე, წარმოება წელიწადში 3 მილიონ მანქანამდე გაზარდოს.
აღნიშნული მაჩვენებელი, 63%-ით აღმატება იმ რეკორდულ 1.84 მლნ მანქანას, რომელიც კომპანიამ ჩინეთში ჯერ კიდევ 2022 წელს აწარმოვა. ხოლო, გასულ წელს, წარმოებული მანქანების რიცხვი 1.75 მლნ-ს შეადგენდა.