მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota და Panasonic-ი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ელემენტების ქარხნის აშენებას გეგმავენ

5f7c54583701c
ნათია თაქთაქიშვილი
06.10.20 21:18
1433
Toyota და Panasonic-ი იაპონიაში ერთობლივი ლითიუმ-იონის ელემენტების საწარმოს აშენებას გეგმავენ ჰიბრიდული ავტომობილებისათვის. კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვიდან გამომდინარე მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Panasonic-ი აცხადებს, რომ კომპანია წელიწადში დაახლოებით 500,000-მდე ელექტრომობილის უზრუნველყოფას შეძლებს ლითიუმ-იონის ელემენტებით.

ერთობლივი საწარმო Prime Planet Energy-ი აპრილში დაარსდა, სადაც Toyota Motor-ი 51%-იან წილს ფლობს, ხოლო Panasonic-ი 49%-ს.

გამოცემის მიხედვით, ერთობლივი საწარმო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშე გახდება ელემენტების მწარმოებელ ბაზარზე, თუმცა მას კონკურენციის გაწევა მოუწევს ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის Tesla, Samsung SDI, LG Chem-ი და CATL-ი.

რაც შეეხება ავტოკონცერნ Toyota-ს, კომპანია 2025 წლისთვის დაახლოებით 5.5 მილიონი ელექტრონული მანქანის წარმოებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები