მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOYOTA-ს გენერალური დირექტორი გადადგა

63d23170e6709
გიორგი თოლორდავა
26.01.23 11:54
4382
მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კონგლომერატის, Toyota-ს გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი, აკიო ტოიოდა თანამდებობიდან გადადგა.

66 წლის იაპონელი ბიზნესმენის ადგილს Toyota-ს მთავარი ბრენდ ოფიცერი (CBO) კოჯი სატო დაიკავებს, რომელიც CEO-ს როლის შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგება.

აღსანიშნავია, რომ აკიო ტოიოდა თავად კომპანიის დამფუძნებლის, კიიჩირო ტოიოდას პირდაპირი შთამომავალია. CEO-ს თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის როლში გადაინაცვლებს.

ინვესტორებთან შეხვედრისას ახალი CEO-ს, კოჯი სატოს შესახებ ითქვა, რომ მან თავისი დაუღალავი შრომითა და დისციპლინით დაამტკიცა, რომ მას Toyota-ს ფილოსოფია კარგად ესმის, ახლა კი ის მზად არის, რომ იაპონურ გიგანტს ახალგაზრდული ენერგიითა და შემართებით გაუძღვეს.

53 წლის დირექტორს Toyota-სა და Lexus-ის ახალი სტრატეგიის შემუშავება დაევალება, რომელმაც ლეგენდარული კონგლომერატი ელექტრიფიკაციისა და ჰიბრიდიზაციის ეპოქისთვის სათანადოდ უნდა მოამზადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები