მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ საქართველომ ევროპული გზა აირჩია - ბორელი კობახიძეს

ბორელი

თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ საქართველომ ევროპული გზა აირჩია, - ასე გახსნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც წინ კობახიძესთან შეხვედრა უძღოდა.

„მოგესალმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი[კობახიძე], ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში ბრიუსელში, თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი, ჩვენ გადავედით ურთიერთობის ახალ სტრატეგიულ ეტაპზე.

ის საუბარი, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს. თუმცა თქვენს შემთხვევაში საქმე იწყება ახლა და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ იქნება გასათვალისწინებელი, ყველა ქართველი, ყველა სექტორი, ყველა პირი უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში ბრიუსელში პირველად გუშინ გაემგზავრა. ის დღეს ბორელის შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები