მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თქვენ ფიქრობთ, რომ მილიარდერები რუსთავის გზაზე გადმოვლიან საცხოვრებლად? - პაატა კვიჟინაძე Eagle Hills-ზე

კვიჟინაძე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე Eagle Hills-ის თბილისში და გონიოში დაგეგმილ პროექტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროექტებში თავად ინვესტორების შემოსვლა არ ქმნის რისკს იმგვარი მასშტაბის მიგრაციისთვის, რაც საზოგადოებაში შიშის საფუძველია.

„თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ მილიარდერები რუსთავის გზაზე გადმოვლიან საცხოვრებლად? ახლა რო აშენებს კომპანიები, არის რაიმე შეზღუდვა? როგორც ყიდულობენ ეხლა, ისე იყიდიან მაშინაც. ამასთან, აქ არის ოფისები, მაღაზიები, გასართობი ცენტრები. შემოსავლები იქნება ბიუჯეტში, ეკონომიკა გაიზრდება,“ - განაცხადა კვიჟინაძემ „ტვ პირვლებთან“.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეობის პოლიტიკის მკაცრად დაცვა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც ევროპამ დაუშვა და მათ შორის, რუსეთმაც. მოქალაქეობა უნდა იყოს მკაცრი. საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტონ ქართველებმა,“ - აღნიშნა მან.

არაბული კომპანია Eagle Hills საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ორ მასშტაბურ პროექტს გეგმავს:

  • თბილისი, კრწანისი — „ახალი მწვანე ქალაქი“ (600 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები