თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა ის პრემიერობის კანდიდატი.
„არ ინერვიულოთ. გადაწყვეტილებას იღებს პოლიტსაბჭო და პირველ რიგში პარტიის საპატიო თავმჯდომარე. გამომდინარე იქიდან, რომ პატივი უნდა ვცეთ პროცედურებს, ასეთ კითხვებზე პასუხებს ვერ გავცემთ. ყველაფერი იქნება ისე, რომ თქვენ[TV პირველის ჟურნალისტს] გექნებათ ნერვიულობის საფუძველი“, - თქვა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, პრემიერობის კანდიდატი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს.