მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში - კობახიძე

კობახიძე

თავად ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მისი ჩართულობა საარჩევნო პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს მასზე, მის ხედვაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია გვექნება შეკრებები, დაიგეგმება საარჩევნო კამპანია, პირველ რიგში მასზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს, საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ვის გულისხმობდა საკომუნიკაციო 2-3 კაცში ბიძინა ივანიშვილი, კობახიძემ უპასუხა, რომ ადამიანები, პარტიული იერარქიიდან, მათ შორის კახა კალაძე. პრემიერის თქმით, პირადად მასაც ჰქონდა კომუნიკაცია ივანიშვილთან.

შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, სადაც ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, თქვა: „2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები