მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დონ დერ ლაიენს პოსტზე ხელახლა არჩევა.
"გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას", - დაწერა პრეზიდენტმა X-ზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს. მის არჩევას მხარი დაუჭირა 401-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 284-მა, 15-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.