უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
როგორც ის წერს, უკრაინა და ევროკავშირი ევროპული ცივილიზაციის დასაცავად დიდ საფასურს იხდიან.
“ნებაყოფლობით არავინ დგას რიგში, რომ რუსული რაკეტებისგან მოკვდეს. უკრაინა ევროპული დემოკრატიის არჩევანისთვისთვის საზარელ ფასს იხდის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის საკუთარი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები სარგებელზე მნიშვნელოვანია. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?” - წერს პოდოლიაკი.