მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრაილერები საქართველოს დერეფანში - წლიური დანაკლისი თითქმის სრულად აღმოიფხვრა

ტრაილერები

საქართველოს დერეფანში ტრანზიტული ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მარტში საქართველოს გზებით 42 807 ტრაილერმა ისარგებლა. საერთაშორისო ტრაილერების გატარებით კი, ქვეყნის ბიუჯეტში ერთ თვეში 14 982 410 ლარი შევიდა.

სულ 3 თვეში კი, საქართველოს დერეფანი 110 542 სატვირთო ტრანზიტულმა ავტომობილმა გამოიყენა და ბიუჯეტში 38 690 037 ლარი გადაიხადა. ამგვარად, იანვარში წლიურად 19%-იანი ჩამორჩენა თითქმის აღმოიფხვრა და კლებამ 2025 წლის 3 თვის მაჩვენებელთან მხოლოდ 0.9% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ თითო ტრაილერი საქართველოს გზებით სარგებლობისას 350 ლარს იხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები