მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება BRICS-ის წევრებს, თუ ისინი დოლარის ჩანაცვლებას ეცდებიან

ნატო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფებით ემუქრება თუ დოლარის სავალუტო რეზერვებს ჩაანაცვლებენ. თავის მხრივ რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ნებისმიერი მცდელობა აიძულოს ქვეყნები დოლარი გამოიყენონ კონტრპროდუქტიული იქნება. BRICS-ის წევრ სახელმწიფოებს საერთო ვალუტა არ აქვთ, თუმცა ამ საკითხზე მათ შორის დიდი ხანია დისკუსია მიმდინარეობს.

BRICS-ი არის მსოფლიოს ხუთი, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს. გაერთიანების წევრები არიან: ბრაზილია; რუსეთი; ინდოეთი; ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

"არანაირი შასი იმის, რომ BRICS-მა ამერიკული დოლარი ჩაანაცვლოს საერთაშორისო ვაჭრობაში ან სხვაგან არ არსებობს, ხოლო ქვეყნები, რომლებიც ამას შეეცდებიან უნდა მიესალმონ ტარიფებს და დაემშვიდობონ ამერიკას", - თქვა ტრამპმა. BRICS-ის გარდა ამერიკა 25%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება მექსიკასა და კანადას. ახლად არჩეულ პრეზიდენტს სურს იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის დაწესების მუქარით კანადიდან და მექსიკიდან უკანონო მიგრაცია შეაჩეროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები