მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ს ირანის ნავთობი სურს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Financial Times-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკას ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს და კუნძული ხარგის დაპყრობას არ გამორიცხავს, საიდანაც ირანული ნავთობის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ მისი სურვილი ნავთობის ხელში ჩაგდებაა და ირანში მიმდინარე მოვლენები ვენესუელას შეადარა, სადაც აშშ-ს განზრახული აქვს, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობის მარაგები "განუსაზღვრელი დროით" გააკონტროლოს.

FT-თან ინტერვიუში ტრამპი ამბობს: "სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის სასურველი თემა ირანის ნავთობია, თუმცა ზოგიერთი სულელი აშშ-ში ამბობს, რომ რატომ აკეთებენ ამას? მაგრამ ისინი სულელები არიან", - განაცხადა ტრამპმა.

ხარგსის კუნძულზე საუბრისას ტრამპმა ასევე თქვა, რომ შესაძლოა კუნძული აიღონ, შესაძლოა - არა, რადგან ბევრი ვარიანტი აქვთ.

ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ირანთან არაპირდაპირი მოლაპარაკებები წარმატებით გრძელდება და ცეცხლის შეწყვეტას შესაძლოა, მალე მიაღწიონ. აშშ-მა ირანს 6 აპრილამდე მისცა ვადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დასათანხმებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების განახლებით იმუქრება.

კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნასაც ნიშნავს, რომლითაც მსოფლიო ნავთობის მეხუთედის ტრანსპორტირება ხდება, ტრამპმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ირანში ომის ფონზე კი მსოფლიოში ნავთობი ძვირდება. თებერვლის ბოლოდან აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის გადამმუშავებელ ობიექტებზე. ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები