მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ამბობს, რომ უკრაინას იარაღს NATO-ს გავლით მიაწვდის

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინას იარაღს NATO-ს გავლით მიაწვდის. როგორც მან NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ამ იარაღის ფულს სრულად ალიანსის წევრი ქვეყნები გადაიხდიან.

"ჩვენ იარაღს NATO-ს ვუგზავნით და NATO ამაში იხდის, 100%-ს. ვაპირებთ Patriot-ების გაგზავნას ალიანსისთვის და შემდეგ მის დისტრიბუციას NATO უზრუნველყოფს", - უთხრა პრეზიდენტმა NBC News-ს. 10 ივლისს ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს ესაუბრა, რომელმაც X-ზე ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა უფრო შორს წავიდნენ, რათა უკრაინამ მეტი შეიარაღება მიიღოს.

ამას გარდა, ტრამპმა, რომელმაც ბოლო დროს არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს, ასევე თქვა, რომ 14 ივლისს რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

"რუსეთით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ვნახავთ რა მოხდება შემდეგ კვირებში. ვფიქრობ, ორშაბათს მნიშვნელოვანი განცხადება მექნება რუსეთზე", - უთხრა NBC-ის 10 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები