მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი არგენტინისთვის სავიზო შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს

ტრამპი
BM. GE
29.07.25 17:26
639

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი არგენტინისთვის სამოზგაურო და ბიზნესვიზებზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს. გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, არგენტინის მოქალაქეებს ამერიკაში ჩასვლა 90 დღემდე ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.

გადაწყვეტილება დაკავშირებულია შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კრისტი ნოემის ბუენოს აირესში განხორციელებულ ვიზიტთან. ის არგენტინის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაახლოებაში გაწეული დახმარებისთვის შეაქო.

ბუნებრივია, დეპარტამენტის გადაწყვეტილების აღსრულება მომენტალურად ვერ მოხდება და მის ინიციირებას 2-3 წელი დასჭირდება. აღნიშნულ პერიოდში არგენტინამ უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის იმ სტანდარტს უნდა მიაღწიოს, რომელსაც შტატები მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები