შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, თუ რამდენჯერ ისაუბრა მან პუტინთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უმჯობესია, ეს არ თქვას. ტრამპის თქმით, პუტინს ადარდებს ხალხის ხოცვა ბრძოლის ველზე.
„მას სურს, იხილოს, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ“, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.
”მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერისთვის სირცხვილი იყო. სრული სირცხვილი”, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.




























