მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ფედერალური რეზერვის საბჭოს წევრის გათავისუფლებას ითხოვს - მიზეზი

კუკი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური რეზერვის მაღალჩინოსნის, ლიზა კუკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს "საკმარისი მიზეზები" იმის დასაჯერებლად, რომ კუკმა იპოთეკური სესხის ხელსაყრელი პირობების მისაღებად დოკუმენტაცია გააყალბა. ტრამპის თქმით, FED-ის მაღალჩინოსნის გადაყენების უფლებას მას კონსტიტუცია აძლევს.

საპასუხოდ, ლიზა კუკმა განაცხადა, რომ ტრამპს მისი გათავისუფლების უფლება არ აქვს და გადადგომასაც არ აპირებს.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების მცდელობა დონალდ ტრამპის მიერ გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯია, რასაც 47-ე პრეზიდენტის მიერ FED-ზე გაზრდილი წნეხი უსწრებდა წინ.

ლიზა კუკი ფედერალური რეზერვის მმართველთა 7-წევრიანი საბჭოს შემადგენობაშია. იგი ასევე იმ 12-წევრიანი კომიტეტის შემადგენლობაშიც არის, რომელიც აშშ-ში საპროცესო განაკვეთს განსაზღვრავს. შესაბამისად, კუკი ერთ-ერთი იყო იმ უფლებამოსილ პირებს შორის, ვინც ივლისის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი, ნაცვლად მისი შემცირებისა, როგორც ამას ტრამპი ისურვებდა.

ლიზა კუკი აღნიშნულ თანამდებობაზე ტრამპის წინამორბედის, ჯო ბაიდენის დროს, 2022 წელს დაინიშნა; იგი გახდა პოსტზე პირველი აფროამერიკელი ქალი.

მოსალოდნელია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლო დავის საკითხი გახდება. თეთრ სახლს მოუწევს დაამტკიცოს, რომ კუკის გადასაყენებლად პრეზიდენტს საკმარისი მიზეზი ჰქონდა.

"არ გადავდგები. გავაგრძელებ ჩემი ვალდებულებების შესრულებას და ამერიკული ეკონომიკის მხარდაჭერას, რასაც 2022 წლიდან ვაკეთებ", - განაცხადა ლიზა კუკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები