მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი გრენლანდიის შეძენის "მრავალფეროვან ვარიანტებს" განიხილავს, მათ შორის სამხედრო გზას - თეთრი სახლი

ტრამპი

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის შეძენის „მრავალფეროვან ვარიანტებს“ განიხილავს, მათ შორის სამხედრო გზას. ამის შესახებ BBC წერს.

თეთრმა სახლმა ბრიტანულ მედიას აცნობა, რომ გრენლანდიის - ნატოს წევრი დანიის ნახევრად ავტონომიური რეგიონის - შეძენა „ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტს“ წარმოადგენს.

ეს განცხადება რამდენიმე საათში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დანიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს გრენლანდიასთან დაკავშირებით.

გასულ უქმეებზე კი ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია უსაფრთხოების მიზნით „სჭირდებოდა“, რამაც დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აიძულა გაეფრთხილებინა, რომ აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა ნატოს დასასრულს ნიშნავდა.

თეთრმა სახლის სამშაბათის განცხადებაში წერია: „პრეზიდენტი და მისი გუნდი ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად მრავალფეროვან ვარიანტებს განიხილავენ და, რა თქმა უნდა, სამხედროების გამოყენება ყოველთვის მთავარსარდლის განკარგულებაშია“.

დანიის ექვსი ევროპელი მოკავშირის [დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის] განცხადებაში კი ეწერა: „გრენლანდია თავის ხალხს ეკუთვნის და მხოლოდ დანიასა და გრენლანდიას შეუძლიათ გადაწყვიტონ მათ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები“.

მათ ასევე მოუწოდეს აშშ-ს „გაეროს ქარტიის პრინციპების დაცვისკენ, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაურღვევლობის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები