დონალდ ტრამპი ინაუგურაციის წინა დღეს ათასობით მხარდამჭერს მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას დაჰპირდა. მისი თქმით, ის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპი გეგმავს მილიონობით ემიგრანტს დაატოვებინოს ქვეყანა, თუმცა მისი თქმით, ასეთი მასშტაბების ოპერაციას წლები და დიდი თანხები დასჭირდება.
„ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რაც კი ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი აცხადებს, რომ ის „ამერიკას ძველ დიდებას დაუბრუნებს“.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.




























